* * * გადაუხდელი, როგორც სახადი,


გადაუხდელი, როგორც სახადი,
შემომეყარა ერთი ცხოვრება,
არა ისეთი, როგორც ვსახავდი,
ისეთი, სხვას რომ ემახსოვრება.

მაინც არ იტეხს გული იხტიბარს,
ქაღალდზე შრება სითბო უჩვევი,
თუ სიკვდილია, გადავიხდი და,
თუ სიცოცხლეა - გადავურჩები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი