* * *ალუფხულა გზა და კვალი


ალუფხულა გზა და კვალი
(რა დროს ჩიტი-გვრიტებია)
ის პატარა სევდის პწკალი,
როგორ წამომჩიტებია.

რაც არ მსურს თუ დღემდე მიყვარს,
რაც იგულა გულმა გულად,
რა სიცოცხლით გამაბრიყვა,
რა სიკვდილით მიყაბულა.

როგორც მჯიღის მჯიღზე მირტყმა,
ბოლო გზა და ბოლო ვადა,
ერთხელ დაცდენილი სიტყვა,
სიკვდილამდე მაღაღადა.

თუ ეგ ცრემლი ისევ ფასობს,
შხამის დომ თუ ჯერ ვერ შესვა,
როგორც წაკითხული ასო,
დღიურს მიმათვალე შენსას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი