თბილისი


მტკვარზე ბანაობს ნარნარა ტივი,
აღარ ვიფიცებ იმ მეტეხელებს.
ლექსი დამცდება ან ნარატივი,
მოცარულ კინტოს მიმეტებთ ხელებს.
გორგასლის ქალაქს ნუკრის გულიო,
ომზე-მშვიდობის ხიდს დამწინდებელს.
ავყვები ცამდე ფუნიკულიორს,
ვნახავ უნახავ დიდ მთაწმინდელებს.
თბილი ქალაქის ცივი ხელებით,
არ გამიცივდეთ თბილისელები.
ნარიყალაში ვიციხელებდი,
მთაწმინდის პარკის თბილი სელებით.
მთაწმინდის მთვარე აელვარდდება,
ჩნდება როლიდან-როლამდე ანძა.
ფეხისწვერებზე კვლავ ელვა დგება,
ნერონის ხელიმ რომ დაელანძა.
შეეხმიანა მითი ლეგენდას,
სამოთხის ფრინველს სდევდა მიმინო.
თბილისს ედემად მითითებენ და
ვერ გავიმეტებ შენდამი მინორს.
ღორმუცელობა მადას ერია,
თვალი სატირლად ჩამხობილია.
გული მეთუთქვის სადაც წერია,
რომ მენიუში ჩახოხბილია .
ნარიყალაში ვიციხელებდი,
მთაწმინდის პარკის თბილი სელებით.
თბილი ქალაქის ცივი ხელებით,
არ გამიცივდეთ თბილისელები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი