აჭარა


ჭოტმა ჭორები აჭარაჭურა,
ომის სამოსით მოსა გონიო.
მაჭარი ღვინოდ,აჭარა ჭურად
ჭახუნ- ჭიკჭიკით მოსაგონიო.
ჭკვიან ჭაბუკმა მაჭახელაში,
ჭაკი ჭიხვინით გადააჭენა.
მჭიდროდ ამოჭრა მახე ჭალაში
და მტერი ჭაში გააჭაჭანა.
ჭყინტი ჭორები დაფქვეს ჭო! როხით..
აჭარელისთვის მჭადი+ჯვარია.
ჭმუნვას ჭილებზე აფრქვევს ჭოროხი,
ახლოს ახალი მჭადიჯვარია.
მტრებმა მრავალმხვრივ მოჭირნახულეს
ჭოგრიტის ჭვრეტით მიწა ააჭრა.
ჭაობში ობი მოჭირხლულია,
აქ ბეჰემოთი იწვა, აჭარა !
დამახრჩობს მოხრილ მკლავით მოჭერა...
სხალთა, ხიხანი... სიუხვე ხულო.
სახალხოდ ყველას თავი მოეჭრას,
ვინც შენი ფესვი იუხერხულოს.

/პოეტ პოეტიშვილი/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი