მედროშენი


ჯვაროსნულ ომში მიწვევენ,
თეთრი ლექსების მედროშენი.
ჯვარედინ რითმზე მიწვენენ,
არ მაქვს სიკვდილო მე დრო შენი.
ლოცულობს მთვარე ნამგალა,
მიხმობ მინარით მუეძინო.
სიზმრით მანახე ცამ გალა,
მოდი მეზმანე თუ მეძინოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი