წმინდა ნინოს


ბნელი გარდასახე ნათელად,
სნეულს განუკურნე იარა.
შენს გზას ვერაფერი გათელავს,
მცხეთას რომ დაადგი ტიარა.
გაცი, გაიმი და ზადენი-
იმსხვრა არმაზივით მიწამდე.
შენი სიყვარულის სადენი,
მერე ქართველებმა ვიწამეთ.
ნათელს დაანახებ მირიანს,
ცაზე ლაჟვარდებით მოცულო.
როცა ვაზის ჯვრები ტირიან,
ცრემლით ქართველებზე ლოცულობ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი