რადიოლა


ძნელმა საქმემ ჩემს ხელებში რად იოლა?!
ყურში ნოტებს მაწვეთებდა რადიოლა.
მომართული "მუზა"არ მაქვს ამუზია,
ცისფერი ცა საცურაო აუზია.
გესიზმრება ნეტავ, ზიტა გიტა რაზე,
ლექსებს ვაწყობ ბაღა-შვილის გიტარაზე.
გეძირება წყალქვეშ ვერნის გემი ნემო,
ტალღა რეპავს, თუფაქო და ემინემო.
შენ პოეტის მთვარევ წარბი, რომ იკონე...
მორიგეა მორგში "Mori " მორიკონე.
დასტაქარო მითხარ გულის "Data" ქრის რით,
გადავიტან ზამთარს ქარითა და ქრის რით?!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი