მესანგრე


ღვთისმშობლის ტაძრის ესმის მესა გრევს,
რადგან მშვიდობას ახლა ომი სჭირს.
შემეცოდება  მე ის მესანგრე
საკუთარ ხელით საფლავს, რომ იჭრის.
უცვლელი რჩება ომის კანონი,
რომ ომს მშვიდობა ტყვედ ჩაბარდება,
მიდის ქვესკნელში შორს კანიონი,
ლომის ხახაში ტყე ჩაბარგდება.
მშვიდობას ლხინი-მივცეთ-ომი ჭირს,
დღეს მემეტიკით შენში მეს ანგრევ.
დავმარხავ  საფლავს, ვინც მე მომიჭრის!
მესაფლავეს შობ, გენით მესანგრევ.
ღვთისმშობლის ტაძრის ესმის მესა გრევს,
რადგან მშვიდობას ახლა ომი სჭირს.
შემეცოდება მე ის მესანგრე
საკუთარ ხელით საფლავს, რომ იჭრის.
/პოეტ პოეტიშვილი/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი