პოეტესებრივ


ქუჩა და შუკა აგვიზიგზაგდა,
და ჩვენი ჩიხი ვპოვე ტესებრი.
ზოროს ზმანება მზა გიზგიზს ჰგავდა,
პოეტს მეტრფოდი პოეტესებრივ.
ელვარებს ლურჯი ლამპიონენი
და სიყვრულმა თავი იჩინა.
გადმოგვაყარა ცამ პიონები,
მთვარემ კი ლექსი ჩამიჩიჩინა.
ნელ წვიმის ორკესტრს მართავს რაველი,
თავი გავართვი თუ ამ ბოლეროს.
კან კოცნის კოცონს მართლა არ ველი,
მაგრამ არ მტოვებ უამბორელოს.
ცხელ სხეულს ვნება ელტვის ქალური,
ღამის ოთახი რათა რაზული.
მსჯელობს მეჯლისი ვერტიკალური,
ხომ არ გვეცეკვა რა თარაზული?!
ქუჩა და შუკა აგვიზიგზაგდა,
და ჩვენი ჩიხი ვპოვე ტესებრი.
ზოროს ზმანება მზა გიზგიზს ჰგავდა,
პოეტს მეტრფოდი პოეტესებრივ.
/პოეტ პოეტიშვილი/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი