სკოლა


მაისმა ათი გამოსცა რიცხვი,
წლები წასულან ტანტალოებით.
სკოლიდან ვიყავ გამოსარიცხი,
იმდენჯერ მქონდა შატალოები.
მე-კალმის გული ხელში მეჭირა,
როგორც ლოცვის დროს კრიალოსანი.
თითქოს ერთს ხელში ცელი ეჭირა,
მომთიბა ერთ დროს ფრიადოსანი.
და სიბეჯითე იქცა პირიქით,
ვიქეც ხელმწიფედ ონავარების.
გოგო მგზავნიდი იქ ცას ჭირს იქით,
წყევლით პირზე არ მონაკარებით.
ადამს ცხოვრება მელის აწ ევით,
მთვარეს მკარნახობს შიგნით მზე პირადს.
არ ვაქტიურობ ხელის აწევით,
არადა ვიცი წიგნი ზეპირად.
მე გიმატებდი ცარცით დაფაზე,
ასევე მერხზე და სველ მინაზე.
იმ დროს კალამით გავინაფაზებ,
შენს ჩრდილს დავსდევდი დასვენებაზე.
არ გავაცდინე გაკვეთილები,
სადაც ჩატარდა პარალელურად.
თვალებს შევწყვიტე აქვე ღილები
გიმზერ კუთხიდან არაველურად.
ნუთუ, მიფრინავს, მოდნა ეს წლები,
მახსოვს დუეტი სოლო ვერხვიდან.
შენ წინა მერხზე ცოდნას ესწრები,
ლენჩი ლექსს გესვრი ბოლო მერხიდან.
ლურჯი ბაფთები არ შეგატიე,
ლოყა არ დამრჩა უალიყურო.
კარს ვუკაკუნე ხან შევამტვრიე,
და რა ბიჭი ვარ, თუ არ გიყურო.
ლადოს და ჩემო ასაკო, ტოლო,
ხარ სიყვარულით გადაფერილი.
ეს დავალება და საკონტროლო
ლურჯ რვეულიდან გადაწერილი.
ვკითხულობ წიგნებს სხაპასხუპებით,
ბიჭი ცელქი და თვალებპაჭუნა.
რომ დადიოდი წკაპაწკუპებით,
გული დამქონდა ალებკაკუნა.
შენს თვალებს, ჩემი გულის დირექტორს,
თვალს ვერ ვუსწორებ, ვიწვი სირცხვილით.
ჩემს გაკვეთილებს ვუცვლიდი ვექტორს,
ვინც ასე მიყვარს იმისი ცხრილით.
ხელზე ვინიშნავ მშობელთა კრებას,
ზარმაცს მიწოდებს დამრიგებელი.
ვუსმენ უყუროთ მგმობელთა ქებას,
გავხდი მორცხვი და დამრიდებელი.
გულის კედელზე მხოლოდ ბზარია,
გახდა მოყოლა საწვალებელი.
მორჩა გათავდა ბოლო ზარია,
და გზებს გვილოცავს მასწავლებელი.
ნიშნებს დამიწერს წლების დღიური,
კლასში ჩამტოვებ ანუ ჟურნალი?!
ჭაღი ვიქნები ვენეციური
და სიყვარული განუკურნალი.
იმ გულს რა ვუთხარ, რომელიც გოგოს,
თუ ფიანდაზად არ დაეგები.
მინდა, სიყვარულს მოვესიმბოლო,
არ დამასვენოს არდადეგებით.
დღეს ჭრილობებზე ომობს იოდი.
შენს გულს ლურჯ ცილას მივაცილებდი.
სულ ერთი ჩანთით, რომ მოვდიოდი,
სულ ორი ჩანთით მიგაცილებდი.
გულია ჩემთვის კარგი სიმბოლო,
ეს გაიგონეთ, გარშემო მდგომო.
ლექსებს გაბარებთ მაისის ბოლოს,
რომ არ გამომყვეს საშემოდგომო.

/პოეტ პოეტიშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი