პარიზული


საპარიზო
მოვალ სასახლეში ომის ინვალიდი,
გვერდზე მიგდებული დროის კასტილია.
ლექსში უკვდავ მუზად ჩამომიყალიბდი,
გულმა სიყვარულით მოიბასტილია.
ახლა შენ მიშველი სადა ფეხშიშველი,
ვხატავ შენ უარებს მოგერენუარე.
რადგან ეფიცხები მადამ მზეს შიშველი,
ცელქი ლაჟვარდებით მოგეპენუარე.
მინდა მოდიოდე, მიდის დენი დიდ დროს,
პარიზს მისალმება წამით ბონჟუანი.
გაჩნდა ნაბიჭვარი დიდი დენი დიდროს,
რადგან ვითამაშე ღამით დონ ჟუანი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი