აგრაფინას


ვიბრუნებ ამ ლექსით აგრაფინას,
ბანქოში წაგებულ სილამაზეს?!
ფიქრებმა ოცნება დააფინა,
მომყავდი იჯექი კი ლამაზე.
ვხედავდი ამიტომ ორგან ნატურს,
დაგეძებ თვალმუზა პალიასტომს.
ჩემს დაბას ქალაქზე მორგანატულს,
მიტოვებ გრძნობების ქალი ატომს.
ვსეირნობ ჩემს ჩრდილთან მალთაყვაში,
პაემანს ვერ ვუსწრებ ნაბადაში.
არ ვძვრები უგულოდ ქალთა ტყავში,
არც სული მიბილწავს ლაბადაში.
ვესროლე ოლდენბურგს ხელთათმანი,
პასუხს ვთხოვ ამ დროის ტარიელი.
რა შემრჩა მეტოქის ხელთა თმანი,
და შენგან სიყვარულს ცარი ელის.
ვინ გცხებდა ლამაზო მითხარი ჩირქს,
შენ იქით დაჭრილი გაგრა ფრინავს.
მადლობა ულევი მიხაი ზიჩს,
ნესტანში,რომ გხედავ აგრაფინას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი