პოეტის პალმა


პირი არ ჰქონდა ლამ-პას ნაბანი.
ქარმა დაგიწყო ფინთი აშიკი.
გადაგიშალა პალმას ანბანი,
თავი მეგონა ფინიკიაში.
გამილაჟვარდა ლუპამ ეს ია.
ყვავს გაათეთრებს თეთრი თოლია.
ყველა პალმაზე უპალმესია.
ჩემში ათასში ერთი ლოთია.
გაცურდა თმები პალმისკენ ტივით,
მიმაბა ხეზე ფინია შიკი.
ექოს არ მაძლევს ,მაინც კენტივით,
პალმიდან ბანი ფინიკიაში.
ვდგავარ და კენტი ვეწევი pall mall-ს
ღერები ნისლებს მიეკალმებით.
და როცა ჩუმად ვეწვევი პალმას,
მაიმუნივით მივეპალმები.
მეც,არ დამინდო პალამ ველურმა,
დავრჩი,როგორც შენ პალმა სნ-ეულად.
გზებმა შეგვყარა პარალელურმა
და წრემ მოგვხაზა ალდაპნეულმა.
გულზე დავისობ აგურის სპალამს,
ვეღარ უშველის პოლემისტს გუგლი.
ჩიტებს ახიზნებს სადგური პალმას,
მუზებს იფარებს, პოეტის გული.
გუბეში სეტყვა მანახა ლაპამ,
ამინდსაც ჰქონდა მსუსხავი ძელგი.
ღმერთო დაინდოს ამაღამ პალმა.
ხეს მივეყინე უკვდავი ძეგლი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი