ცა-გერი (ლადო ასათიანს)


კარმელის ფილტვით ლადოს ვურითმავ,
კოხმა დასეტყვა, ბარდნა ლალებზე.
კურნავს სიყვარულს ჯადოსნური მთა,
აყვავილდება ბარდნალა ბლებზე.
ლექსის წერაში ღამით დავოსდით,
თეთრ ლექსს ათეთრებს - ბაბას თუმანი.
ცად გველოდება დამით დავოსი,
ფილტვს აკვირდება აბასთუმანი.
ღრუბელს დაატყდა -ხემი მზე ობლის,
იბადრებოდა სენი სქელ ცებში.
და როგორც ჭლექი, ჩემი მეზობლის-
-გულს გადაედო შენი ლექსებიც.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი