ოდესა (ძმას)


ჭაჭას გატან და ასევე ადესას,
მე, კი მათრობს, ფიქრი სტიუარდესას. 
დაინახე კიევიდან ოდესა,
დედა-შვილი გელოდება როდესაც.

სტრიქონს რითმა მუზის ღუზად მოსდევს და
სევდიანი ოდისეა ოდესა.
შინ მშვიდობით დაგვიბრუნდი ამინ! რა!
ოდესაზე მიჯაჭვულხარ ამირან.

"ეხ ადესა"დღეს დაგათრობს ადესა,
სტრიქონს ვურჩევ რითმებს მე სამწვადესა.
თუ ოდესღაც გეტყვის არას ოდესა,
საქართველო გეტყვის არასოდესა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი