ქუთაისის თაისი
ქვას დავახალე, საათი თასმით, უთუოდ მთუთქავს ა, ქუთაისი. ვთრებით თუთიის ათასი თასით, თავბრუს მახვევდა, აქუ, თაისი. ერთი ლექსისთვის შვა, ცოლად საქმრომ, თან-გავს თეთრ თითებს თავისებურად. თეთრი ხიდის ქვეშ, შავ ცოდვას ვსაქმობთ, თრთის თეძოები თაისებურად. თოვლის თაბახებს თვლის თებერვალი, სათუთი ქურქი საქუთაისო. თეთრ მთვარეებით მითვლემს ბევრთვალით, საით გამიშვებთ, აქ უთაისოს?!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი