16:05


შენს ლავიწებზე წვანან წვიმები,
მარტის საღამო,ასფალტი ცივი.
მზე შენს სხეულში გამოიწვება
და ზეცას ავა ღმერთის კაცივით.

ქუჩის ბოლოს კი კვდება სიცივე,
შემოფლეთილი ხეებს და ბოძებს.
შემოგხვდები და გეტყვი სიცილით,
შენზე ფიქრი რომ გამოვიგონე.



2012
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი