ბომ ბომ


***

დაბუჟებული ფეხივით არის ჩემი სიყვარული,
უცებ რომ მოგიჭერს და სუნთქვას 
შეგიკრავს.
მერე, ვერც კი ხვდები როდის 
გაგიარა.


***

ისე ვარ ახლა,
ოდნავ რომ წამოთოვს და მიწაზე დაშვებამდე დნება,
ყოველ დღე,
უფრო და უფრო ახლოს ვარ შენთან,
და მაინც ვერ გხვევ ხელებს,
ვერ გეუბნები,
რომ მე 
შენთან ვარ.
შენთან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი