გზა მზის პირას


შენ გაიარე გზა,
საიდანაც არავინ ბრუნდება უკან.
შენ გაქვს შანსი არდაბრუნების.
.
ასეთ დროს,
როცა ღიაა კარი,
როცა დროა უბრალოდ ადგე.
წახვიდე.
უკანმოუხედავად.
ღიმილნარევი სახით.
.
ასეთ დროს,
როცა ქარები ლეწავენ სიზმრებს,
შენ მოისხამ მხრებზე ხავსს,
თმაში ჩაიბნევ ოქროსფერ ნიჟარებს
და წაყვები ზღვას- ჩრდილოეთისკენ.
.
ასეთ დროს,
როცა გააღებ თვალს
და შეხედავ რეალობას,
ხვდები, რომ
ასეთ დროს,
ტკბილია გზა- არდაბრუნების.
.
როცა მიდიხარ და მიგაქვს სამყოფი ცრემლი.
როცა მიდიხარ და გრჩება ნაფეხურები-
თვითონ მიწა რომ წაშლის.
და შენ გჯერა არდაბრუნების.
შენ იცი არ დაბრუნდები.
მე ვიცი..
.
ასეთ დროს,
უბრალოდ უნდა მიეცე წყალს.
1 კომენტარი
megi abashidze7 წლის წინ

dzaan lamazi leqsia chemtvis da sxva ar vici

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი