ზამთარია,ზამთარი


ზამთარია,ზამთარი,
გადათეთრდა მთა-ბარი,
სიცივე იკბინება,
როგორც ავი აფთარი.

ხეებს ჭირხლი მოედო,
ფანტელები ტრიალებს,
ტოტებს გააქვს ჭრიალი,
ქარი შხუის,გრიალებს.

ღრუბლები გადაყარა,
დადგა დარი მზიანი,
თოვლი თეთრად ქათქათებს,
მომწონს მისი კრიალი,
ლამაზია ძალიან,
ვარსკვლავების ციალი.

რა კარგია ზამთარი,
მისი მშვენიერება,
თოვლში კოტრიალობა,
არის ბედნიერება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი