თავხედი გოჭუნა


უცბად ქარი ამოვარდა
გადაყარა ღრუბელი,
გზაზე გოჭი გამოვარდა,
გაბეროდა მუცელი.

ბოსტანს იყო შეჩვეული,
ჩუმად ეპარებოდა,
ხილი ჰქონდა შერჩეული,
არსად ეჩქარებოდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი