ახლა ჩემი ჯერია


მელაკუდა მელია,
საით გაგიწევია?
საქათმისკენ მივცოცავ,
ღამე არ მიძინია,
იქ პატრონი დარაჯობს,
ნუთუ არ გეშინია?
ეზოშიაც სეირნობს,
გულმოსული ფინია,
ვიცი განა არ ვიცი?
გზა არა მაქვს გრძელია,
მინდა ჯავრი ვიყარო,
ახლა ჩემი ჯერია.
კაცის ნასროლმა ტყვიამ,
ინვალიდი გამხადა,
განა დამავიწყდება?
შარშან რაც დღე მაყარა.
იმედით და ფიქრებით,
მიცოცავდა მელია.
შიმშილისგან საწყალსა,
კუჭი სულ გაელია,
მთელი ღამე გავიდა,
წყალიც არ დაელია,
შინ შვილები დატოვა,
დამშეული ელიან.
უცბად თოფი გავარდა,
და დაეცა მელია,
ეს რა დღეში ჩავარდა?
შეეცვალა ფერია,
ამას აღარ ელოდა,
მელა კუდაგრძელია,
და ვეღარ დაიკვეხნის,
''ახლა ჩემი ჯერია."
აი ასე დასრულდა,
ეს პატარა ამბავი,
პატრა კუდრაჭებო,
არ გეგონოთ მართალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი