ლურჯთვალება ია


ბუჩქის ძირას ამოსულა,
პაწაწინა ია,
თავს დაბლა ხრის ეღიმება,
გაეღვიძა გვიან.

აქეთ ოთო ბურთს თამაშობს,
იქით სანდრო,გია,
-არ მოარტყათ მეშინია,
გაიძახის ლია.

რა კარგია,რა ლამაზი,
ლურჯთვალება ია,
ვერა ხედავთ? ერცხვინება,
თავი დაუხრია.

გამწვანდება არემარე,
დაიძინებს ია,
მალე გაზაფხული მოვა,
ბავშვებს უხარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი