ლაშა და მთვარისა (შაირი)
ლაშა: საით მიდიხარ ქალაუ,
საითკენ გაგიწევია?
ჩამოუქროლებ ჩემს ქუჩას,
თავი ვერ ამიწევია.
მთვარისა: რა გინდა ბიჭო რას მერჩი
ერთი ქუჩა გვაქვს სავალი,
აქეთ საქმე მაქვს რა ვუყო,
არა მაქვს გამოსავალი.
ლაშა: შენი დანახვით მთვარისავ,
სულ მინდა აქეთ იარო,
არაფერს გერჩი გენაცვა,
გთხოვ კიდევ გაიშრიალო.
მთვარისა: ძმასთან მივდივარ ვაჟაო,
ძმიშვილებს მინდა დავხედო,
მამის წამლებზეც ვიჩქარი,
იცოდე არ ითავხედო.
ლაშა: მაშინ მომიკვდეს ეს თავი,
შენზე მე ცუდი ვიფიქრო,
გოგოვ შენს გვერდით მიგულე,
მინდა სულ კარგად გიხილო.
მთვარისა: მადლობელი ვარ ლაშაო,
გული მომილბე სიტყვებით,
საქმე მაჩვენე კაცური,
შენი ერთგული ვიქნები.
ლაშა: ერთად წავიდეთ შენს ძმასთან,
ფიცი მომეცი ქალისა,
ვეტყვი მიყვარსო შენი და,
ჩემი მზე ჩემი თვარისა.
მთვარისა: ჩემი ძმა შენ არას გერჩის,
კაცია ავკარგიანი,
მე ჩემს ძმას ვიცნობ ვინც არის,
ვაჟკაცი სამართლიანი.
ლაშა: შენ ჩემი სიხარული ხარ,
ჩემი სიცოხლე,მშვენება,
რა ბედნიერი გამხადე,
უშენოდ რა მეშველება.
ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს
და გზას გაუდგნენ ტკბილადა,
ამბავი მშვიდად დამთავრდა,
მოყვრისა გასაკვირადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი