***
მე განვიკურნე შენი ხელებით, აღარ მაწუხებს ტკივილი,ჯავრი, შუბლზე მადებდი ხელს მოფერებით, თავზე მედექი ვით დასტაქარი. სიცოცხლის შუქი აკიაფდა უძილო თვალში, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის,რაც შენ მიკეთე, არ მინდა ვიყო უმადური და დაგრჩე ვალში, დრო მალე მოვა გადაგიხადო შენი სიკეთე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი