მეგობარო


ჩუმად ადექ და წახვედი,
ქუდი მაგრად დაიხურე,
გეგონა რომ ვერ გავიგე?
კარი ისე გაიხურე.

ნუ მიდიხარ მეგობარო,
აქაც იყავ მაშვრალი,
სად გეძებო,სად გიპოვო,
ამერია გზა-კვალი.

დამტოვე და გული დამწყდა,
არაფერი მწყენია,
გაჭირვებამ დაგჩაგრა და 
რუსეთს გაგიწევია.

არც რუსეთი,არც თურქეთი,
გულზე არ გეხატება,
ვიცი შენი სატკივარი,
ვიცი რაც გედარდება.

არ გეწყინოს მაპატიე,
მწვანე შუქზე იარე,
ნუ გამკიცხავ ჩემო ძმაო,
დარდში შეგეზიარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი