მაშინაც ძლიერ წვიმდა
გულს შემომაწვა სევდა, მე შენი ნახვა მინდა, ტრფობა არ გამინელდა, მაშინაც ძლიერ წვიმდა. სულ აღარ ფიქრობ ჩემზე, ნუთუ გეწყინა რამე? გახსოვს? გვეძინა სხვენზე, ერთად ვათიეთ ღამე. დრო გადის ნელა-ნელა, წარსულს ვიგონებ მწარეს, ქანაობს საქანელა, შევყურებ ღია კარებს. დიდი ხანია გელი, დარდით ამევსო გული, მე მაშინ გთხოვე ხელი, შევფიცეთ სიყვარული. გულს შემომაწვა სევდა, მე შენი ნახვა მინდა, ტრფობა არ გამინელდა, მაშინაც ძლიერ წვიმდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი