ბნელი ღამე ჩამომდგარა


ბნელი ღამე ჩამომდგარა,
დრო ტაატით გადის,
ძლიერ ბარდნის და სახეში,
ფანტელები მაყრის.

ბაღი თეთრად შეიმოსა,
თოვლის ფიფქი მათრობს,
ყინვამ თავი შემახსენა,
ყველაფერი მართობს.

მომიხდება სახლში წასვლა?
მაგრამ მე არ მინდა,
ჩამიჩუმი არსად ისმის,
ღამეც გაირინდა.

დაფრინავენ ფანტელები,
ცას შევყურებ მშვიდად,
თეთრი ნისლი ზოლად გასდევს,
გადაიქცა ბინდად.

სიჩუმეა გულში უცბად,
სითბო ჩაიღვარა,
გამწვანებულ ნაძვის ხეებს,
თოვლი დაეფარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი