დავფარფატებდი,როგორც თოლია


მე არსად წავალ ჩემი სახლიდან,
პურიც რომ მაკლდეს ვიყო მშიერი,
საჭმელს ვერ ვჭამდე კერძის ქვაბიდან,
გინდ დამეკარგოს სახის იერი.

მე მეგობარი ბევრი მყოლია,
სახლიც დავტოვე და შორს წავედი,
დავფარფატებდი,როგორც თოლია,
ზღვას ვერ მოვცილდი ვერსად გავედი.

ძნელბედობის დრო იყო ნამდვილად,
ყველას უჭირდა არც მე მილხინდა
და სახლს ვტოვებდით ასე ადვილად,
მას ვაკეთებდით,რაც ჩვენ გვიღირდა.

წავედი მოსკოვს და იმის იქით,
სადაც ცხოვრება უფრო რთულია,
ვიყავი სახლში გულით და ფიქრით,
რაც მოვიპოვე დაკარგულია.

ვიგონებ იმ დროს,რაც თავს გადამხდა,
მოგონებებით სხვას არ ვაძალებ,
და ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,
ჩემს გამგზავრებას მე არ ვამართლებ.

მშვიდობით რუსო კარგად მენახე,
შეფარებისთვის არ დამამადლო,
მადლობას გიხდი,რომ შემინახე,
მე მირჩევნია ჩემი სამშობლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი