დარიგება ახალგაზრდას
იარე სწორად,ბილიკს არ ასცდე, შენი ცხოვრების მიზანს გაჰყევი, ბოლო სადგურის ბაქანს არ გასცდე, იყავი მტკიცე მუდამ ურყევი. ისწავლე შვილო არ იზარმაცო, არვინ გაძალებს ბევრის კეთებას, გექნება შენი სპეციალობა და ცხოვრებაში გამოგადგება. ნასწავლ კაცს დიდი დაფასება აქვს, ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს, მას დიდი სითბო მოფერება აქვს, რადგან თავის ნიჭს უბადლოდ გასცემს. არ დაგავიწყდეს ეს დარიგება, იყავი წრფელი გულით მართალი, შენ ცხოვრებაში მოგაგონდება, ჩემი სიტყვები შენთვის ნათქვამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი