მალე ზამთარი გამიღებს კარებს


ეს შემოდგომაც უცბად გავიდა,
იმატა სუსხმა,ცუდმა ამინდმა,
მე გარეთ გასვლა სულ აღარ მინდა,
ბუნებას ძინავს და გაირინდა.

მალე ზამთარი გამიღებს კარებს,
ჩამოუქროლებს ცივი ნიავი,
მე მოთმინება და ძალა მმართებს,
გადავაგორო ეს დრო ტიალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი