ბოლო ნამღერი


სცენის ნაპირას დგას როიალი,
დარბაზში ისმის შეძახილები,
ჯერ არ მიმწყდარა ტაშის გრიალი
და არ ჩამცხრალა ოვაციები.

თავს დაბლა გვიხრის დიდი მაესტრო,
თვალის გუგებზე უბრწყინავს ცრემლი,
აღიარებას ის კვლავ მოესწრო,
უკანკალებდა ორივე ხელი.

ეს იყო მისი ბოლო ნამღერი,
სცენას ტოვებდა აღელვებული,
ძირს იფრქვეოდა,როგორც ჩანჩქერი,
თავისუფალი გალაღებული.

მშვიდობით ჩვენო დიდო მაესტრო,
ღმერთმა გამყოფოს სულ ბედნიერი,
დიდხანს იცოცხლე,მუდამ გჯეროდეს,
არ დაგივიწყებს ქართველი ერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი