ნინოწმინდა
შენ შორსა ხარ ჩემგან, შენი ნახვა მინდა, ჩემო ახლობელო, ჩემო ნინოწმინდა. გორაკს მოფენილი,მარწყვის ხალიჩები, დალოცვილი წყარო და გაშლილი მდელო, ლამაზია შენი მინდვრის ყვავილები, იუმორით სავსე,ხალხი სასახელო. ტკბილად მოსაუბრე პატარა და დიდი, წმინდა ეკლესია გარს ვევლები ტაძარს, შიგ შევდივარ ფრთხილად,მოწიწებით,რიდით და ვიგონებ წარსულს,წმინდა ნინოს ამბავს. დრო სწრაფად გაფრინდა, შენი ნახვა მინდა, ჩემო სანატრელო, ჩემო ნინოწმინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი