შენთან მოვდივარ


სველი ფოთლები ეცემა მიწას,
ამინდი მაინც გასაძლისია,
ლაბადა წვიმის შხეფისგან მიცავს,
ეს შემოდგომის დასწყისია.

მივყვები ქუჩას ჩაფიქრებული,
რომ ავისრულო გულის წადილი,
შევყურებ სახლებს გარინდებული,
შენსკენ ვიჩქარი ხელებგაწვდილი.

შენთან მოვილტვი,შენთან მოვდივარ,
სულ დამეკარგა ძილი,ძალღონე,
კაცი ვარ,ვინმე ხომ არ გგონივარ?
მე რას გიშავებ? რად დამაღონე?

შენ გიყვარს ჩემი ტანჯვა,წვალება,
დამთანხმდი ქალო ნუღარ აბრკოლებ,
თუ ჩემი თავი არ გებრალება,
რატომ სდუმხარ და რატომ აყოვნებ?

წვიმიან ღამეს ჩავუვლი შენ სახლს,
იმედი მაინც არ დამიკარგავს,
თუ ჩემი გული ძლიერად ფეთქავს,
შენი თვალები ამას ვერ ხედავს.

წვიმიან ამინდს,წვიმიან ღამეს,
ბურუსში ვხედავ შენს ლამაზ თვალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი