ნაღდი ქალაქური


შორს გაისმის სიმღერის ხმა სევდიანი,
ვიღაც მღერის,გულმოკლული დარდიანი,
ლოგინს ვიწექ და წამოვხტი ფეთიანი,
ის ნამღერი იყო მწარე,ნაღვლიანი.

წუთისოფლის სტუმრები ვართ ცოდვილები,
ამ ცხოვრებამ ბევრი დარდი გამიჩინა,
დამავიწყდა თუ მქონია ტკივილები,
არ გამაჩნდა არც ქონება და არც ბინა.

უნდა მივცე დავიწყებას ყველაფერი,
ერთი კარგად შევუბერო ლოთიანად
და ვიფიქრო არ მომხდარა არაფერი,
დარჩენილი დრო ვატარო შფოთიანად.

ყურს მომესმის დუდუკის ხმა საამური,
ის ნამღერი იყო ნაღდი ქალაქური,
მიყვარს ლხინი,დროსტარება ვაჟკაცური,
სიმღერასთან შალახო და ბაღდადური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი