როდის ახდება ჩემი სურვილი


შენ არ გიხდება მოწყენილობა
და არ შეგშვენის ჩუმი ტირილი,
მე მიყვარს შენი მოხდენილობა,
გამოხედვა და ნაზი ღიმილი.

ყოველთვის იყავ უთქმელი,მორცხვი,
ვერ შევისრულე გულის წადილი,
შენ გამირბიხარ ვეღარ გეწევი
და სულ არ გესმის ჩემი ძახილი.

შენს სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობდი,
სულ არ მჩვევია ბედზე ჩივილი,
ნუ მიმატოვებ,გთხოვ დამიბრუნდი,
რად გამიჩინე გულის ტკივილი.

დრო სწრაფად მიჰქრის,შენი კი მშორდები,
როდის ახდება ჩემი სურვილი?
გაკვირვებული შენ გეკითხები,
რომ დავიოკო ნახვის წყურვილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი