ჩვენი საინგილო


ჩვენი შორი მხარე,
ჩვენი საინგილო,
როგორ მინდა მოსვლა,
რომ კვლავ შენ გიხილო.

ის რაც ვნახე უწინ,
არ შეცვლილა დღესაც
და რაც იყო გუშინ,
ისევ იმას ვხედავ.

მე ჰერეთი მიყვარს,
მისი მთა და მდელო,
მშობელს მოგაშორეს,
ჩემო სანატრელო.

საქართველო იყო,
ჩვენი საინგილო,
ცოტა შევისვენო,
გული გავიგრილო,
რაღა დამრჩენია?
უნდა დავიგმინო.

სიტყვა აღარ მყოფნის,
მსურს,რომ შევიგინო,
როდის დაბრუნდები?
ჩვენო საინგილო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი