ქოლგის ქვეშ რომ გეხვეოდი
შენთან ერთად მოვდიოდი, წვიმაში და ქარში, ქოლგის ქვეშ რომ მეხვეოდი, კარგი ვიყავ მაშინ. დაივიწყე ყველაფერი? ნუთუ აღარ მელი? გაგახსენო მინდა ჩვენი, სიყვარული ძველი. კარგად მახსოვს არ ცხრებოდი, იძახოდი ჩქარა, მე წვიმის ქვეშ ვსველდებოდი, მაგრამ შენ კი არა. შორს წახვედი დამაღონე, შენს თვალებს ვერ ვხედავ, გთხოვ,შენი ხმა გამაგონე, რა იქნება ნეტავ? ჩვენი გზები გაიყარა და გაფრინდი იქით, იმედი არ დამიკარგავს, ოცნების და ფიქრის. მაგონდება ძველი ქოლგა, წვიმაში და ქარში, ვიცი ჩემთან აღარ მოხვალ, მიღალატე სხვაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი