ცივ ნიავს არ მოგაკარებ


ნუ მაწვალებ,შემიცოდე,
რად მატარებ აღმა-დაღმა?
უშენობა განვიცადე,
შემაწუხა დიდმა დარდმა.

მე მიყვარდი პატივს გცემდი,
შენ გარბოდი სადღაც გაღმა,
დავდიოდი,დაგეძებდი,
არ ვიმჩნევდი გულში დაღლას.

იქნებ დროა გამოჩნდე და
გაახარო ჩემი გული,
იმედია მალე მოხვალ,
დამიბრუნო სიხარული.

მე შენ აღარსად გაგიშვებ,
აგიშენებ ციხე-კოშკებს,
ცივ ნიავს არ მოგაკარებ
და ჩაგაცმევ "ოქროს ქოშებს".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი