მე მჯერა ჩვენი შთამომავალის
ჩვენ მას ვეძახით სამშობლოს იმედს, მისით ამაყობს მშობელი დედა, თავს არ შეირცხვენს მამულისათვის და არასოდეს არ დამარცხდება. წინ ელის ძნელი ცხოვრების ზღუდე, ვიცი იბრძოლებს და გადალახავს, გზას სწორად გათვლის არ გაიმრუდებს, აი მიზანი,რაც მას თან ახლავს. არ შეუძლია მტერთა დანდობა და არ ჩვევია მოხრა ქედისა, ის არის ჩვენი ახალგაზრდობა და მომავალი ჩემი ქვეყნისა. მან დაამტკიცა სამშობლოსათვის, თავგანწირვა და მისთვის სიკვდილი, იბრძოდა მტერთან გამარჯვებისთვის და არ ჰქონია ბედზე ჩივილი. მე მაქვს იმედი ჩემი მომავლის, ის სწორად ივლის,არ ივლის მრუდად, მე მჯერა ჩვენი შთამომავალის, გამარჯვებული დარჩება მუდამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი