ეს დალოცვილი წყარო ანკარა
ძალიან ცხელი იყო ზაფხული, სხეულს მოედო სხივები მწველი, გზაზე მივდივარ მთლად გარუჯული, ამინდის შეცვლას ამაოდ ველი. მინდვრად ვარ ვეძებ სად არის ჩერო, ირგვლივ გამირბის უაზროდ თვალი, მინდა წყურვილი,რომ შევიჩერო და სადმე აქვე მოვძებნო წყალი. იმედი მაინც არ დამიკარგავს, ხევის ნაპირებს მივყვები სველი, ქვევით დავლანდე იფრქვევა წყალი, დავაკვდი,როგორც მწყურვალი შველი. ეს დალოცვილი წყარო ანკარა, შუა მინდორში აღმოვაჩინე, მადლობა შენდა უფალო ჩემო, ცოდვილი წყურვილს გადამარჩინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი