შენი სახე დაეფაროს ღიმილს
მე მაღელვებს საქართველოს ბედი, და სამშობლოს სიყვარულში ვტკბები, როგორც წყალში დარჩენილი გედი, ნაპირს ვეძებ გადავცურო ტბები. მე უსაზღვროდ ჩემს სამშობლოს ვეტრფი, მის მომავალს და მშვენაბას ვხედავ, იმედი მაქვს მეგობრების,ძმების, დაბრუნდებით და ვიქნებით ერთად. ხომ გაუძლო ჩემმა ხალხმა ტკივილს? გულახდილად ვიძახი და ვბედავ, შენი სახე დაეფაროს ღიმილს, საყვარელო მშობლიურო დედავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი