მე შენ გიმღერი ლამაზო


ფანდურის სიმებს ჩამოვრკრავ,
დღეს არის ჩემი ზეობა,
გთხოვ მომისმინო ლამაზო,
აგიხსნა მდგომარეობა.

დამშორდი მარტო დამტოვე,
რატომ ძვირფასო ფერია?
ჩვენ შორის რაც კი მომხდარა,
პოემად დასაწერია.

სად არ ვხვდებოდით მე და შენ,
ქუჩაშია თუ ბაღშია,
რაც ვაწყენინეთ ერთმანეთს,
ჩავთვალოთ ბარი-ბარშია.

გთხოვ,მაპატიო შევრიგდეთ,
ხელს ნუ მკრავ ობოლ ბიჭსაო,
უფრო ძალიან მიყვარხარ,
ნუ დამამსგავსე გიჟსაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი