ქარიან ღამეს


ალვის ხის ტოტებს გააქვს შრიალი,
მოწმენდილ ცაზე ციალებს მთვარე,
შორიდან ისმის ივრის ჩხრიალი,
არ მიძინია მე მთელი ღამე.

გარიჟრაჟია,ქარი ბობოქრობს,
შავმა ღრუბლებმა დაფარა ზეცა,
ლოგინში შევძვერ იქნებ გამათბოს,
სიცივის სუსხი თვალებში მეცა.

უბერავს ქარი მთვარიან ღამეს,
ალვის ხის ტოტებს გააქვს შრიალი,
იქნება კაცმა დავლევდე რამეს?
რომ დავიმშვიდო გულის ფრიალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი