მაგრამ შენ იყავ მუდამ ამაყი


შენს საყვედურებს ვეღარ გავუძელ
და რომ ვერ გხედავ უფრო ვღონდები,
ამღვრეულ ფიქრებს ვერსად წავუელ,
ვწუხვარ და მწარედ მომაგონდები.

შენ მაშინ გეცვა ცისფერი კაბა,
შემომცქეროდი,როგორც ფერია,
სიტყვა ვერ გითხარ,ისე გამცილდი,
ცხოვრების კვალი სულ ამერია.

დავდივარ ასე დაღონებული,
თვალწინ გაივლის ის დრო ლამაზი,
შემოგყურებდი გაოგნებული,
შენ კი იყავი მუდამ ამაყი.

გეტყვი ნახვამდის,კარგად იყავი,
სულ აღარა მწყინს შენი ანცობა,
ის რაც დამმართე და რაც მიყავი,
სიზმარში იყო ჩვენი გართობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი