ნუ დამტოვე მარტო სევდის ამარა


რა იქნება ერთხელ კიდევ გიხილო,
დავინახო შენი შავი თვალები,
სიყვარული მინდა რომ გაგიმხილო,
გიპოვნი და ვერსად დამემალები.

რა კარგია ეს ცხოვრება ტიალი,
შენი ნახვა ჩემთვის ყველაფერია,
მომენატრა შენი კაბის ფრიალი,
თავსა ვკარგავ ჭკუა გადამერია.

ნუ დამტოვე მარტო ცრემლის ამარა,
მახსენდება შენი ნაზი ღიმილი,
არ შეგშვენის შორს წასვლა და დამალვა,
ვის მივმართო და შევბედო ჩივილი.

დრო გავა და ისევ დამიბრუნდები,
სულ არ ვფიქრობ წარსულ დროზე აღარა,
ვიცი მოხვალ გულში ჩამეხუტები,
ამ ლოდინმა ჩემი გული დაღალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი