ჩვენ
ჩვენ გვესმის ჩვენი.. ჩემთან ხარ, როგორც გაზაფხულს არტოვებს, არსად ზეციური სურნელი წვიმის, და ახლა ფიქრებს, ამინდსა და თვალებს განაბულს, გითბობს სიცივე, დღედაღამ, რომ მთელ ხმაზე კივის. ჩვენ გვესმის ჩვენი.. არაფერი შემომრჩა ახლა, არც არაფერი დამითმია, ნებით თუ ნდომით, ჩრდილი ვარ შენი, გამუდმებით სულ’თან რომ გახლავს, ჩრდილი ვარ შენი, შემოღწეულ ათას გვარ ომით. ჩვენ გვესმის ჩვენი.. სადღაც აქვე, ამ ფარდებს იქით.. დავრჩებით მარტო, და ყველაფერს გიყვები ჩუმად, ჩურჩულით, ვამბობ, მიყვარხარ და რომ შენზე ფიქრით, ვარ ქარიშხალი და ამ ღამეს, უბრალოდ ვდუმვარ. ჩვენ გვესმის ჩვენი.. ტოტებივით ნაზი თითები, ჩემს ყინულივით გაციებულ მაჯებს მიანდე, და ნუ იფიქრებ რომ როდესმე ვერ გაგითბები, შენ გაზაფხულის დილა ხარ და წვიმა მიამბე. ჩვენ გვესმის ჩვენი.. ამოქარგულ სულის ზედაპირს, სიყვარულისფრად ბედნიერი სხივებით ათბობ, ვერა’ფერს ვნახავთ ჩვენს იქით და ჩვენზე მეტად ძვირს, ვერასდროს შევძლებ, უფრო სწორად ვერასდროს დაგთმობ. 25.01.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი