ზღვა, იგივე მე.
არის მომენტები, უფრო ხშირად კი ღამე, როდესაც ზღვა უნაპიროდ რჩება. ასეთი ზღვა ყოველთვის ღელავს, ამ დროს წამში მილიონ გაყინულ ტალღას ანთხევს. ამის მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ერთია. და თუ შენ არ იცნობ ზღვის სიღრმეს, ან მისი უბრალოდ გეშინია, მაშინ გეტყვი, რომ უნდა მოასწრო ნაპირზე გასვლა. და თუ არ მოინდომებ ნაპირზე გასვლას, მაშინ უნდა დარჩე, მაგრამ მიენდე და ნუ შეშინდები. არ დაგახრჩობს. უბრალოდ ასეა. იქამდეა მშვიდი , სანამ მის თბილ ტალღებში ნებივრობ. და მაშინ ღელავს, როცა გაურბიხარ. ზღვა გაქცეულს ვერასდროს მოგაბრუნებს, წასვლაც და მოსვლაც, მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. ის მხოლოდ, ერთი, უზარმაზარი მაგნიტია, რომელიც ერთხელ მიგიკრავს და აღარასდროს მოგცემს უფლებას ვინმე მოგეკაროს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი