ჩივილი


ჰო.. ზამთარია, 
მერე რა რომ ახლა აცივდათ,
ხეებს
და ცამდე აიკეცეს ხმელი ტოტები..
მზესთან იდექი, 
აქ ცივა და შენც არ გაცივდე,
როგორც ყოველღამ ცივდებიან უბნის ლოთები
ჭიქა არაყზე,
რომ ყიდიან საკუთარ სულებს
ჭიქა არაყი რომ დასჩემდათ ფიქრის საბაბად
პესიმისტურად 
ჩემ ცხოვრებას თვითონ ვართულებ
და მერე ფურცლებს დავერევი ხოლმე თამამად
სავსე მელნით და
გადატენილ თავში აზრებით..
რა დროს კაფკაა,
ან ჯეკი და ანდაც კალციე,
ახლა ძლიერი მეტასტაზით სისხლში დაძვრები
და საფრთზეს უქმნი,
აჩქარებულ ჩემ პულსაციას.
წერენ და ცრიან პოეტები, ვით შეშლილები
უმისამართოდ,
და ბოლოში თარიღს აწერენ
წერილებს,
როცა ადრესატი ძვლებში იმტვრევა
და ვის ადარდებს ერთით ნაკლებ ლექსს თუ დაწერენ
ან თუ საერთოდ არ დაწერენ,
მაინ არავინ
არის მსმენელი 
,ეს კი ნიშნავს ერთობ სუიციდს
რატომ გიკვირდა 
სიცოცხლეში თუ სულს გპარავდნენ
ამ სანაგვეში როგორ გავძლო ეგეც თუიცი
გთხოვ მიმითითე,
გადარჩენის გზაზე აარონ..
იქნებ არსებობს მესია და ხალხის სიმშვიდე,
იქნებ ქუჩებში სახლებიდან ყველა გაყარონ
და მე ავარჩევ,
სანუგეშოდ დღეში იმ შვიდას
ადამს,
რომელიც გაცილებით უკეთესია,
ვიდრე ევა და ჯიპიანი ჩემი მამაო
ჰო ვერ მოიმკი,
რაც შენით არ დაგითესია 
და ნუღარ გიკვირს თუ ყელამდე ნეხვში ბანაობ.
ძმასაც ვერ ენდე,
რადგან შიშმა პირი აგხადა
რომ არ გიმუხთლოს გინდა შენი თავი დაიცვა
შენ თუ ქუჩაში ბრმა მათხოვარს
ტანზე გახადე
მერე კი ნამუსს მოეფარე
და შენ ჩაიცვი, 
როგორ წუწუნებ
სინათლე რომ შენს გზას არ ადგას,
ყველა შველის დროს მაგ საკუთარ თავს თუ იყრუებ
სიკვდილ სიცოცხლის არჩევანზე
ირჩევ არადანს,
და ის ბრმა ბავში ნაავდრალი თვალით გიყურებს
თვალით რომელითაც
ვერ ხედავს და არსად არაჩანს,
შენ ისევ გათბობს წართმეული,
მისი ჟაკეტი..
ბრმა ახლა შენ ხარ და მესია მოგცემს განაჩენს 
და ვერ გიშველის აწყობილი
ეგ ხელნაკეთი
შენი ნიღაბი, 
ნუღარ ცდილობ ბრბოში დამალო
ერთი კვანძია არსობიდან
მაგ შენ ჯვარცმამდე,
ისევ გათენდა და მახსენებს ამას მამალი
ახლა იესო, მთელი გულით შენ რომ არ მწამდე
ნაღდად თვითმკველთა რიგებიდან ვცდიდი სიცოცხლეს..
წერენ და ცრიან პოეტები
როგორც გიჟები,
შენ კი ღაღადებ,
’’ღმერთო ყველა დიდხანს მიცოცხლე’’
და მის არსობას 
მხოლოდ ლოცვის დროს თუ იჯერებ.
10/31/2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი