ზამთარი


და შენს სიყვარულსაც მაშინ ვიწამებ,
როდესაც
შუა ზამთარში,
დიდთოვლობისას, ტკივილისგან ცრემლმორეული,
კარებს
რომ მოიჯახუნებ
მოწყდები ყველაფერს
შეხვალ ეკლესიაში,
პირქვე დაემხობი და ატირებული,
ხატს გულში ჩაიკრავ.
მაშინ მიხვდები რაოდენ რთულია
მარტო იდგე ათას მრევლში,
და უყურებდე ტაძარში მდგომ წყვილებს,
როგორ ლოცულობენ,
როგორ სწამთ ერთმანეთის,
როგორ შეუძლიათ სიყვარული,
როგორ შეუძლიათ გადარჩენა.
მე კი მარტო მიწევდეს ლოცვა, კიდევ ერთხელ გიმეორებ,
ათას მრევლში მარტო მდგარს! 
შენ კი დღესაც იგვიანებ
მე კი დღესაც მარტო ვლოცულობ
ჩვენთვის.
10.16.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი